2 მაისობას ქუთაისელებთან ერთად უცხოელი სტუმრებიც ზეიმობენ. ქალაქს რუმინეთის, ლატვიიის, ჩინეთის საელჩოების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათთან ერთად ქუთაისის მერიაში გამართულ საზეიმო მიღებას ქალაქ ხაიფის დელეგაციის წევრები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
სტუმრებს ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან კირკიტაძე მიესალმნენ.
დათო ცხვარაძე