ივერიონი / მკერდზე თეთრი გვირილები-ძველი ტრადიციის გაცოცხლება

მკერდზე თეთრი გვირილები-ძველი ტრადიციის გაცოცხლება

   ქუთაისლობას ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა მოეწყო ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში. გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება შშმპ პირთა ნამუშევრები.

ოქროს ჩარდაზში კი ღვინის ფესტივალი გაიმართა. მდინარე რიონზე მოეწყო შეჯიბრი ჯომარდობაში. თეთრ ხიდზე ქალაქის და მხარის პირველ პირებს და ქუთაისში ჩამოსულ სტუმრებს გიმნაზიელმა გოგონებმა მკერდზე გვირილები დაუმაგრეს. დღეს ძველი ტრადიციები კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.

   ქალაქის ცენტრში "ნიღბების თეატრმა" წარმოდგენა მოეწყო ბავშვებისთვის. 

    2მაისობის ღონისძიებებს პარლამენტის წევრებიც დაესწრნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ი. ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რარიტეტული წიგნების და იშვიათი გამოცემების გამოფენა დაათვალიერა.

 

2-05-2014, 23:52
უკან დაბრუნება