ივერიონი / ოდესის პროფკავშირების სახლში გაჩენილმა ხანძარმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ოდესის პროფკავშირების სახლში გაჩენილმა ხანძარმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ოდესის პროფკავშირების სახლში გაჩენილმა ხანძარმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ინფორმაციას მომხდარის შესახებ ცნობილი მხატვარი ალექსანდრე როიტბურდი ავრცელებს და "ფეისბუქის" გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

   "ოდესის პროფკავშირების სახლში გარდაცვლილთაგან 15 რუსეთის, 10 კი დნესტრისპირეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის ოდესელები არ არიან. 

მისივე ინფორმაციით, პროფკავშირების სახლში ნაპოვნი იარაღი რუსეთიდან და დნესტრისპირეთიდანაა.

ოდესის პროფკავშირების სახლში გაჩენილმა ხანძარმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამათგან 30 მხუთავი აირით, 8 კი ფანჯრიდან გადახტომის შედეგად გარდაიცვალა". 

   ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე შეტაკებები კვლავ მიმდინარეობს, დაკავებულია 30 ადამიანზე მეტი.

 

3-05-2014, 00:59
უკან დაბრუნება