ვისაც ნაცემი გელაშვილის ნახვა გაეხარდა, არის ნაძირალა! ვისაც დღეს დათო კოდუას ცემა გაეხარდა, ისიც ნაძირალაა! ვინც ამ ორ საქმეში საერთო დეტალებს ვერ ხედავს, არის ძალიან სუბიქტური, ან ძალიან ბრმა უბრალოდ! – ესე ეხმიანება ნანუკა ჟორჟოლიანი ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტს.
მისი ინფორმაციით, დღეს, დღის 15:00 საათისთვის, ერეკლე კოდუას ძმას, დავით კოდუას, ბარნოვის ქუჩაზე თავს 4 ნიღბიანი შეიარაღებული პირი დაესხა და ელექტროშოკით გათიშეს, რის შემდეგაც იგი ცემეს. დავით კოდუა ამჟამად უგონო მდგომარეობაში, რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციაშია მოთავსებული. შსს-ს ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.