30 აპრილს გაუჩინარებულ 14 წლის ანა კალანდიას პილიცია დღემდე ეძებს. ოჯახმა მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცველებს იმავე დღეს შეატყობინა.
-"ეს პირველი შემთხვევა არ არის, რაც ანა სახლიდან გაიქცა" – აცხადებს კალანდიას მშობელი ნანა რურუა. მოზარდი სახლიდან 2013 წლის 31 დეკემბერსაც გაიპარა. ანა კალანდია პოლიციის დახმარებით იმავე ღამეს რუსთავში მეგობარ ბიჭთან ერთად იპოვეს.