ანტიდისკრიმინაციული კანონი საზოგადოების განხილვის ფართო საგნად იქცა. რას ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც არც პოლიტიკაში არიან ჩართულნი და არც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები არიან? რას ფიქრობენ ახალგაზრდები? "ივერიონი" მკითხველს ცნობილი სახეების კომენტარებს სთავაზობს.
გიორგი საათაშვილი (მომღერალი)-"ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცევა, მე ყველას გადაწყვეტილებას ვცემ პატივს. თუ უნდათ დაქორწინდნენ. თუ ევროპა გვინდა არავის არაფერი არ უნდა გაუკვირდეს. ჩემი აზრით ვთვლი, რომ საქართველოში ასეთი რამ დაუშვებელია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვინც როგორ უნდა ისე მოიქცეს, ოღონდ სხვა არ დააზარალოს. მე თუ მკითხავთ, სამღვდელოება საერთოდ არ უნდა ერეოდეს ამ საქმეში, სამღვდელოებას თავისი საქმე აქვს და ის უნდა აკეთოს. რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? უნდა ველოდეთ სისხლიან დაპირისპირებას და სკამებით სირბილს".
აკაკი წოწონავა