ივერიონი / თბილისის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი არ დაამტკიცა

თბილისის საკრებულომ მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი  ,,თბილისის ადვოკატი" არ დაამტკიცა. როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ დავით ჯინჭარაძემ აღნიშნა, მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტი ,,თბილისის ადვოკატი" საკანონმდებლო ორგანოს 3 მაისის ბიუროს სხდომაზე არ დამტკიცდა.

ჯინჭარაძემ საკრებულოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ თბილისის მერია ამგვარი უპასუხისმგებლო პროექტების მეშვეობით ,,თბილისის ადვოკატისთვის" გათვალისწინებული თანხების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, რაც ყოვლად მიუღებელია.

საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ მერიას კონკურსის ჩატარაბისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიეცეთ საშუალება განახორციელონ პროექტი.

 

4-05-2014, 16:53
უკან დაბრუნება