ივერიონი / ნინო ბურჯანაძე მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს

ნინო ბურჯანაძე მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს

ბიზნესმენ დავით კოდუაზე თავდასხმის ფაქტს, ,დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება.  ბურჯანაძე აცხადებს, რომ  მომხდარში ხელისუფლებაა დამნაშავე.

"რაც მოხდა, ამაში დამნაშავე დღეს უკვე დღევანდელი ხელისუფლებაა იმიტომ, რომ როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ სამართალი არ აღდგა, როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი კეთდება და ის ადამიანები, რომლის მიმართაც მათ პრეტენზიები ჰქონდათ, დღეს ლამის აქეთ გვიკითხავენ მორალს. ბუნებრივია, იმედდაკარგულებმა თავად დაიწყეს სამართლის ძებნა. ეს, რა თქმა უნდა, კარგისკენ არ წაგვიყვანს. ნუ აიძულებენ ადამიანებს, ლინჩის წესით გასამართლებაზე გადავიდნენ. ხელისუფლების ამოცანაა, თავად დაამაყაროს სამართლიანობა და მიხედოს ქვეყანას და ხალხს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

4-05-2014, 17:54
უკან დაბრუნება