III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის 300 ქართველი სამხედრო, რომლებმაც ავღანეთში 7 თვის განმავლობაში, ISAF-ის მისიის ფარგლებში, წარმატებით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა სამშობლოში დაბრუნდა.
სამშვიდობოებს ალექსეევკას აეროპორტში გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე დახვდა. სამხედროების დასახვედრად აეროპორტში იმყოფებოდნენ ასევე, სახმელეთო ძალების დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების სარდალი პოლკოვნიკი ბესიკ გოფოძე და III ქვეითი ბრიგადის მემთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი.
31-ე ბატალიონის საქართველოში ჩამოსვლა ეტაპობრივად მოხდება. ბატალიონი მიმდინარე თვის ბოლომდე სრულად დაბრუნდება საქართველოში. ისინი ავღანეთში II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ჩაანაცვლეს.