მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის პოზიციას იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია, "ადვოკატთა ალიანსი" და მიიჩნევს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი კონტროლის მექანიზმი და მოქნილი საკანონმდებლო რეგულაცია უნდა არსებობდეს. აღნიშნულ თემაზე დღეს ალიანსის სახელით განცხადება გააკეთეს ადვოკატებმა - მამუკა მდინარაძემ, გაგი მოსიაშვილმა და ნათია ბოკუჩავამ. მათ მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, არ გააჭიანუროს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და გადაჭრას პრობლემა, რომელიც საზოგადოებაში მწავავე რეაქციას იწვევს.
"ადვოკატთა ალიანსმა" მოუწოდა ყველა მხარეს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებს, რათა უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ფაქტების გახმოვანებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯი არ დააზარალონ.