ივერიონი / საქართველოს ეკონომიკის 3 მთავარი დაბრკოლება

საქართველოს ეკონომიკის 3 მთავარი დაბრკოლება

 

NDI -ს  კვლევის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ მთავარ დაბრკოლებად, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი  მაღალ გადასახადებს,  ლარის კურსის დაცემას და საწვავზე მაღალ ფასებს ასახელებს. შეჩერებული სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტები აღელვებს გამოკითხულთა 24 %-ს ხოლო,  17 % კი, ბიზნეს სესხებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს და კვალიფიციური მუშა ხელის ნაკლებობას ასახელებს.

ორგანიზაციის კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 33%  პასუხობს, რომ ქვეყაან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება, 38% კი, მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

რესპოდენტთა 13% თვლის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა, 69 % მიიჩნევს, რომ მისთვის არაფერი შეცვლილა, ხოლო 19 % -ის მდგომარეობა გაუარესდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს, სასტუმრო „ქართიარდ მარიოტში“ 2014 წლის აპრილის თვის მიხედვით წარმოადგინა. 

მირანდა ჭარახალაშილი

5-05-2014, 14:30
უკან დაბრუნება