NDI-ს კვლევის თანახმად, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელევიზიიდან, გამოკითხულთ 85%, ინტერნეტიდან 7 %, ხოლო, ოჯახის წევრების მეშვეობით, 4 % იღებს. იმ გამოკითხულთაგან, ვინც ინფორმაციის წყაროდ ინტერნეტი დაასახელა, 78 % ინფორმაციას facebook - დან, 30% youtube -დან, ხოლო სინფორმაციო საააგენტოებიდან 23% იღებს.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა პოლიტიკაზე საჯაროდ საუბარს ერიდება. იმათგან, ვინც პოლიტიკაზე საჯაროდ საუბრობს 88 % პოლიტიკაზე მხოლოდ ოჯახის წევრებთან, 28% უბანში, 17% სუფრაზე, თანამშრომლებთან კი, პოლიტიკურ თემებს 8 % განიხილავს.
კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც პოლიტიკაზე საჯაროდ არ საუბრობენ, ამის მიზეზად, შიშს ასახელებენ.
მირანდა ჭარხალაშვილი