"ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებმა სახელმწიფო კანცელარიასთან ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გააპროტესტეს. ისინი მიღებული კანონის გაუქმებაც მოითხოვენ.
-"ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი ერთსქესიანთა ქორწინებას აკანონებს. ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან უნდა ითანამშრომლოს, მოვითხოვთ ამ კანონის შეცვლას და იმ სახით მიღებას, რომ ის საპატრიარქოსთვის იყოს მისაღები, ვინაიდან საპატრიარქოსთვის მისაღები ნიშნავს საქართველოს მოსახლეობის 80%–ისთვის მისაღებს",– აცხადებს "ევრაზიული არჩევანის" ხელმძღვანელი არჩილ ჭყოიძე.