ივერიონი / ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისის სამიტი 2014"-ს იხსნება

ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისის სამიტი 2014"-ს იხსნება

  დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში "თბილისის სამიტი 2014"-ს იხსნება. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოვიდა,      რომელიც თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულისთან და ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან ერთად გახსნის სამიტს. თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული საქართველოს გუშინ ეწვია.

   ილჰამ ალიევს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე დახვდნენ.

   სამიტზე ქვეყნებს შორის ბოლო 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ. 

 

6-05-2014, 10:33
უკან დაბრუნება