ივერიონი / ზაზა ხატიაშვილი:-"ხელისუფლებაში არავის ეყოფა ღირსება, წავიდეს და თქვას, რომ ეს მისი ბრალია"

ზაზა ხატიაშვილი:-"ხელისუფლებაში არავის ეყოფა ღირსება, წავიდეს და თქვას, რომ ეს მისი ბრალია"

  ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ში მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი  ხელისუფლებას აკისრებს.

   -"რაც ახლა "რუსთავი 2"–ში მოხდა, ძალიან მაგონებს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის - კარტერის ისტორიას. მან ინამუსა, ღირსება შეინარჩუნა და გადადგა. დღეს  ჩვენს ხელისუფლებაში არავის ეყოფა ღირსება, წავიდეს და თქვას, რომ ეს მისი ბრალია. პირიქით, დღეს ხელისუფლება დაიწყებს იმის გამართლებას, რომ ეს მათ არ გაუკეთებიათ და "რუსთავი 2"–ის გენერალურმა დირექტორმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თავად დაამონტაჟეს, რომ ამაზე სკანდალი აეტეხათ. ეს რიტორიკა სააკაშვილმა მე–4 წელს დაიწყო, ამათ კი ძალიან ადრე გამოუვიდათ",– ამბობს ხატიაშვილმა.

 

6-05-2014, 16:05
უკან დაბრუნება