უკრაინელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ივანა მელაიმ საქართველო დატოვა და რუსეთში გაემგზავრა. მოგეხსენებათ, მომღერალი საქართველოში ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა და მას შემდეგ მისი მერე სახლი საქართველო გახდა. ქართულ შოუბიზნესაც საკამოდ აქტიურად და ადვილად მოერგო, ყველა დიდ, სამთავრობო კონცერტში ჩასმული იყო და წარმატებულ მომღერლად ითველობოდა. ივანას ექსტრავაგანტულმა და სექსუალურმა იმიჯმა ქართველი მამაკაცების გული ადვილად მოინადირა.
წარმატებულ კარიერასთან ერთად ივანა მელაიმ წარმატებული პირადი ცხოვრებაც შეიქმნა. ის ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი წევრის გურამიკო ლომიძის შეყვარებული იყო, ერთად ცხოვრობდნენ და როგორც ის ინტერვიუებში აცხადებდა, თავს ბედნიერად გრძნობდა... თუმცა მელაიმ საქართველოში თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ამოწურა და გამომდიანრე იქიდან , რომ ქართული შოუბიზნესის ბაზარი მწირეა, მან დიდ რუსეთში გადაწყვიტა წასვლა და კარიერის გაგრძელება.
„საქართველოში ვერ განვითარდებოდი, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რუსეთში წასვლა და კარიერის გაგრძელება. რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ბევრ მომღერალს ვიცნობ. ამჟამად ვმუშაობ ისეთ სიმღერებზე, რომელიც რუსებს და ზოაგადად რუსული ესტრადის შესაფერისი იქნება. გარდა ამისა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდანაც მაქვს შემოთავაზება და ვნახოთ რას როგორ გავაკეთებ“ _ განაცხადა მომღერალმა.
შეგახსენებთ, რომ ივანა მელაი თავის სამშობლოში მას შემდეგ არ ყოფილა, რაც უკრაინაში არეულობა დაიწყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მომღერალი ქართულ მედია-საშუალებებში საქართველოს ყოველთვის თავის მეორე ოჯახად და სამშობლოდ მოიხსენიებდა, რადგან ივანას აქ საკმაოდ ბევრი მეგობარი და საახლობლო წრე ყავს.
გიორგი საკარული