ივერიონი / მიშა ფეიქრიშვილი:-"მე სოლიდარული ვარ და ვიქნები ყველას მიმართ, ვისი პირადი ხელშეუხებლობა იქნება დარღვეული"

მიშა ფეიქრიშვილი:-"მე სოლიდარული ვარ და ვიქნები ყველას მიმართ, ვისი პირადი ხელშეუხებლობა იქნება დარღვეული"

   "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის ზაალ უდუმაშვილის კოლეგებისადმი მიმართვას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი მიშა ფეიქრიშვილი გამოეხმაურა და "ივერიონთან" საუბარში განაცხადა:

   _"მე მაინც ვფიქრობ, რომ საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ ვის ინტერესებში იყო კერძო კომპანიის თანამშრომლების ფარული მიყურადება, მაგრამ ამ კადრების გავრცელების შემდეგ ამაზე მნიშვნელოვანი თვითონ ფაქტია. მე სოლიდარული ვარ და ვიქნები ყველას მიმართ ჟურნალისტის თუ არაჟურნალისტის, ვისი პირადი ხელშეუხებლობა იქნება დარღვეული. ინტერესით ვაკვირდები მოვლენათა განვითარებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი აქტუალობას არ დაკარგავს".

 

7-05-2014, 01:46
უკან დაბრუნება