ივერიონი / დავით უსუფაშვილი:-"უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც"

დავით უსუფაშვილი:-"უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც"

   "რუსთავი 2"–ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრობლემის გადასაჭრელად გადამჭრელი ზომები უნდა იქნას მიღებული.

   -"გამოძიებამ აუცილებლად უნდა გამოარკვიოს,  შემთხვევა გვაქვს ძველი დროიდან მოყოლებულ გარკვეულ პრობლემასთან, თუ რამე სხვასთან. დღევანდლი მდგომარეობით და დღევანდელ ვითარებაში ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოების დარღვევა, ამიტომ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს და საზოგადოებაში აღარ იყოს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება"– განაცხადა უსუფაშვილმა.

 

7-05-2014, 10:48
უკან დაბრუნება