პარტია "რეფორმატორების" თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი აცხადებს, რომ "ხალხს ოცნება ორი წლის წინ შეეძლოთ, ახლა კი ოცნებაც შეუძლებელია". მისი თქმით პოლიტიკაში ჩაბმა ქვეყანაში შექმნილმა მდოგომარეობამ აიძულა და თავის გუნდთან ერთად არსებული რეალობის შეცვლას აპირებს.
-"მქონდა მოლოდინი, რომ საზოგადოებაში გამოჩნდებოდა ახალი პოლიტიკური სახეებით დაკომპლექტებული ახალი ძალა,ასპარეზზე გამოვიდოდნენ ადამიანები, რომელთა მიმართ საზოგადოებას კითხვები არ ექნებოდა, მაგრამ ქვეყანა "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" პოლიგონად გვიქციეს, მათ შორის დედაქალაქი...ხალხს ოცნების უნარი წაართვეს, დღეს ოცნებაც შეუძლებელია".