ივერიონი / ნინო მიქიაშვილი: ,,თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ერი უფსკრულში გადაიჩეხოს!"

ნინო მიქიაშვილი: ,,თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ერი უფსკრულში გადაიჩეხოს!"

    საქართველოში მიმდინარე აქტუალურ თემებზე სასაუბროდ ,,ივერიონი" ჟურნალისტ ნინო მიქიაშვილს დაუკავშირდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

 

   -რა ინფორმაციას ფლობთ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით და კმაყოფილი ხართ თუ არა მისი დღევანდელი ვარიანტით?

   -მე ახლა აბსოლუტურად ორიენტირებული ვარ საყდრისის საკითხებზე. მე და ჩემი გუნდი იქ ვცხოვრობთ ტყეში, სადაც არ არის შუქი და ინტერნეტი, არ იჭერს ტელეფონი... რაც შეეხება ამ კანონს, ის მიუღებელია ერისთვის, რადგან ასე სურს პატრიარქსაც.  9 აპრილის შედეგებს , როცა ერმა არ დაუჯერა უწმინდესის  დარიგებას, დღემდე ვიმკით და მივდივართ დაღმართში; თუ ახლაც არ დაუჯერებს მის რჩევას პარლამენტი და მთავრობა, ერი უფსკრულში გადაიჩეხება!

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საყდრის-ყაჩაღიანის თემა თითქოს გადაფარა. რა ტენდენცია გამოიკვეთა ამ ბოლო ხანებში და რატომ ჯიუტობს ხელისუფლება?

ჩემი აზრით, ხელისუფლება გაურკვეველ სიტუაციაში, თუმცა, მინდა მჯეროდეს, რომ ცდილობს აქედან გამოძრომას. მას ახლა აქვს შანსი, ყველას დაუმტკიცოს, რომ ის არ არის თავისი ერის კულტურული ძეგლებისა და ღირებულებების ხელმყოფელი, არ მოიქცევა მტარვალივით და ვიღაცის ბიზნესინტერესს არ გადააყოლებს ამ უნიკალურ მაღაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს მრავალათასიანი აქციებით გამოვხატავთ საყდრისსა თუ თბილისში.

რა იმალება ხელისუფლების პოზიციის უკან, ეს მხოლოს ბიზნესინტერესია თუ სხვა კვალიფიკაციაც შეიძლება მიეცეს?

   -დღემდე გაურკვეველია,  ვერც დოკუმენტებით ვადასტურებთ,  ვინ დგას ამ კომპანიის უკან. ვერ გავიგეთ, რატომ გადაეკიდნენ მაინცდამაინც ამ მაღაროს, როცა ამ ტერიტორიაზე ისედაც უამრავ ადგილს აფეთქებენ და მოიპოვებენ ოქროსა და სხვა ძვირფას წიაღისეულს?!

რა გაგრძელება მოჰყვება თქვენს რეაქციას, მით უმეტეს მაშინ, როცა ხელისუფლება არც რეაგირებს?

   -ხელისუფლებას მოუწევს ჩვენი მოსმენა და დანახვა. საზოგადოება ჩვენს გვერდითაა - ამოდიან ჩვენთან, საკვები ამოაქვთ, ღემეებს გვითევენ...  ხვალ  პარტია ,,საქართველოს გზის" წარმომადგენლები ამოვლენ კარვებით და ასე გამოხატავენ მხარდაჭერას. შევაკვდებით და ხელისუფლებას საყდრისს არ დავანგრევინებთ!

როგორც ჟურნალისტი, რას იტყვით ,,რუსთავი 2-თან"  დაკავშირებულ ფარულ ვიდეოკამერებსა  და  ე.წ.  ფარულ მიყურადებაზე?

კარგი იქნებოდა,  ,,რუსთავი 2-ს"  წინა ხელისუფლების უკანონო მოსმენებზეც ასეთი რეაქცია ჰქონოდა!  თუ ეს სიმართლეა, გამოძიება დაადგენს, თუ არ არის მართალი, ე. ი. თავიანთ მახეში გაებნენ!

ია ჯღარკავა

8-05-2014, 00:11
უკან დაბრუნება