ივერიონი / ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 40% მონაწილეობას არ მიიღებს!

ხვალ რომ არჩევნები იყოს, ამომრჩეველთა 40% მონაწილეობას არ მიიღებს!

NDI -ს მიმდინარე წლის აპრილის თვის კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი, 2013 წლის აგვისტოს წინასაარჩევნო კვლევის იმავე მაჩვენებელთან შედარებით10%-ით ნაკლებია. NDI -ს კითხვაზე, ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, გამოკითხულთა 60% - ის პასუხი დადებითია, 40%- კი, ხმის მიცემას არ აპირებს. მათგან, ვინც საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, 48% კოალიცია „ქართულ ოცნებას” ემხრობა, 12% - „ნაციონალურ მოძრაობას“, ქდმ/დემოკრატიული მოძრაობას და ლეიბორისტულ პარტიას 4%, დანარჩენი პარტიები კი 2%-ს ინაწილებენ. ამავე კვლევის მიხედვით, ამომრჩეველთა შეხედულებასთან ყველაზე ახლოს დგას, „ქართული ოცნება“- 42%-ით, „ნაციონალური მოძრაობა“ -12%-ით, ქდმ/დემოკრატიული მოძრაობა და ლეიბორისტული პარტია 4%-ით, კითხვაზე პასუხი არ აქვს ამომრჩეველთა 36%- ს. ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოკითხულთაგან, იმის დასადგენად, კარგად ჩატარდა თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი აზრი, ცესკოს შეფასებას 26%, ხოლო უცხოელ დამკვირვებლების აზრს ენდობა19%. NDI -მ პოლიტიკური გარემოს კვლევის რეიტინგები დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" წარადგინა. კვლევის ფარგლები, საქართველოს მასშტაბით, სულ 3942 რესპონდენტი გამოიკითხა.

8-05-2014, 15:39
უკან დაბრუნება