2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატებად, მოქმედი და ყოფილი გამგებლები დარეგისტრირდნენ.
ამ დრომდე მხოლოდ 2 მსურველის ვინაობაა ცნობილი. „ქართული ოცნებიდან“ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის სულხან მახათაძე იბრძოლებს. იგი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დღემდე მუნიციპალიტეტის გამგებელია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგი ჩიქვილაძეა წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ გოგი ჩიქვილაძე ჭიათურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო.
გიორგი კასრაძე