ივერიონი / გოგი ჭიჭინაძე:-"დამშვიდდეს ვედმედევა, არა ვარ გიჟი"

გოგი ჭიჭინაძე:-"დამშვიდდეს ვედმედევა, არა ვარ გიჟი"

   ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე ხატია ვედმედევას პასუხობს. 

    -"ხატია მოერიდოს უსაფუძვლო განცხადებებს, არავინ არ ღებულობს ფსიხოტროპულ აბებს, ეს არის აფსურდი  და ვედმედევას ურჩევნია თავი შეიკავოს მსგავსი განცახდებებისაგან, რაც შეეხება აბებს, ნახევარი საქართველო ღებულობს დამაწყნარბელს, უბრალოდ აბებს, მაგრამ ეს  იმას არ ნიშნავს, თუ შემხედა, რომ რაღაცა აბი დავლი, ესე იგი გიჟი ვარ, დამშვიდდეს  ვედმედევა, მე ის მიტომ გადავაყენე თანამდებობიდან, რომ არ ჰქონდა ფინანსური მხარე მოყვანილი წესრიგში, საშინელი  მდგომარეობა ოპერაში"-ამბობს ჭიჭინაძე.

   მკითხველს შევახსენებთ, რომ ხატია ვედმედევას განცხადებით გოგი ჭიჭინაძემ მას კაბინეტში შევარდნით სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. 

   -"მგონია, რომ ჭიჭინაძეს პიროვნული ინტერესესბი აქვს  ჩემს მიმართ, თქვენ როგორ მიგაჩნიათ, კაცი, რომელიც ფსიხოტროპულ აბებზე ზის,  ის უნდა იყოს ოპერის თეატრში ამხელა თანამდებეობაზე? ეს არის სირცხვილი!-აცხადებდა ვედმედევა.

დათო ცხვარაძე

 

9-05-2014, 10:03
უკან დაბრუნება