ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ დავით ნარმანია ღირსეული პოლიტიკოსია.
-"ოპტიმიზმის იმედს გვაძლევს ის ერთად გატარებული დრო, რომელიც ერთ გუნდში მუშაობისას დავხარჯეთ. დავითის მუშაობის შეფასება, რომლის შეფასების საშუალება, მე ძალიან კარგად მომეცა ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც ჩვენ - ჯანდაცვამ და ინფრასტრუქტურამ განვახორციელეთ, მენეჯმენტისა და მართვის ის სტილი, რომელიც დათოს აქვს, ყოველგვარი ზედმეტობისა და ზედმეტი ფასადის გარეშე, შედეგზე ორინეტირებული მუშაობა – ყველაფერი ეს და არა მარტო, ოპტიმიზმის საშუალებას მაძლევს".