სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, დონეცკში უცნობი პირები თავს დაესხნენ "წითელი ჯვრის" ოფისს, რომელიც ქალაქის ცენტრში იყო განთავსებული. თავდამსხმელებმა ტყვედ აიყვანეს 7 მამაკაცი, მათ შორის ერთი საფრანგეთის მოქალაქეა.
სააგენტოს ცნობით, დატყვევებულები ამ დროისთვის დონეცკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში არიან გადაყვანილნი.