ივერიონი / დიმიტრი ლორთქიფანიძე: ,,ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას!“

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ,,ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე დგას!“

,,ქართული ოცნების“  მერობის კანდიდატი თავმდაბალი უნდა იყოს. უმრავლესობის ხმამაღალი განცხადება, დავით ნარმანია უკვე მერიაო, თბილისელებს არ მოეწონებათ იმ ფონზე, როცა  პრეზიდენტი მინდობილობით აგვარჩევინეს  და ახლა მერსაც იმავენაირად გვთავაზობენ!“-ამბობს თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი   დიმიტრი ლორთქიფანიძე

 

ბატონო დიმიტრი, თქვენი თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება იმდენად არავის გაჰკვირვებია, რამდენადაც   ბურჯანაძის ფავორიტობა. თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ნაბიჯს იძულებითი ნაბიჯი უწოდეთ?

იძულება არ მითქვამს... მე ვაპირებდი,  მერობის კანდიდატად წარვედგინე საინიციატივო ჯგუფებს, მაგრამ ეს შანსი მოგვესპო სამი თვის წინ.  როგორი ჟესტია ხელისუფლების მხრიდან, როცა საზოგადოება პიროვნებას მხარს უჭერს, მოიაზრებს მერობის კანდიდატად და, უცებ, ასეთი საკანონმდებლო ვაკუუმია?!  მერობის კანდიდატს არ აქვს უფლება იყოს საკრებულოს წევრობის კანდიდატი და მისი წარდგენა ეკრძალება საინიციატივო ჯგუფს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა,  რომ ბიძინას ახირებული იდეა - ,,ეს“  იქნება მერი, დაზღვეული ყოფილიყო. მე აღმოვჩნდი ფაქტის წინაშე, რა უნდა მექნა?

რატომ ვერ შეძლო ოპოზიციურმა სპექტრმა, თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ერთიანი მერობის კანდიდატის დასახელება?

მთავრობას დიდი ფული აქვს, სხვა პარტიები გათითოკაცებულია, არადა, უნდა მოეხერხებინათ ერთიანი ოპოზიციური ალიანსის შექმნა ...ცალ-ცალკე პარტიები უსუსურია ბრონტოზავრსა  და დინოზავრთან ბრძოლაში, გვჭირდებოდა მესამე პოლიტიკური ძალა - ტირანოზავრი, რომლის შექმნა ჯონდი ბაღათურიამ და კახა კუკავამ დაიწყეს,  თუმცა ვერ მოილაპარაკეს ბურჯანაძესთან. ბურჯანაძეს სხვა გზა არ ჰქონდა,  ქრისტიან-დემოკრატებს უნდა შერწყმოდა, ოღონდ მას შემდეგ, რაც მას გიორგი თარგამაძე  და ლევან  ვეფხვაძე დატოვებდნენ.  ამ ალიანსში გაწევრიანდნენ ჯიბლაძე,  ძაგანია, შატბერაშვილი - მემარცხენე ალიანსის წევრებიც.

ბურჯანაძე და მისი ალიანსისთვის მიუღებელი რა პირობები წამოაყენა კახა კუკავამ?

მოლაპარაკებისას  ჯონდი და ნინო ერთ პოზიციაზე შეთანხმდნენ.  ჯონდიმ კახასგან განსხვავებით,  უარი თქვა რაიმე ტიპის პოლიტიკურ ბონუსზე.

რა ტიპისაა ბურჯანაძის ახალი ალიანსი?

ეს არ არის მოკლევადიანი ალიანსი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის იქნება ძლიერი კოალიცია. იქ შემავალი პარტიები ბლოკებად რომ ჩამოყალიბებულიყო, ამომრჩეველს ეჭვი გაუჩნდებოდა, რომ მათ მინიმალური ზღვრის გადალახვის შემდეგ მხოლოდ თანხა უნდა გაეყოთ. ნინო ბურჯანაძე და ერთიანი ოპოზიცია ერთიანი ჰომოგენური ორგანიზმია, რომელიც გამორიცხავს კომერციულ მანიპულაციებს,  მას  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაც შეუძლია.  ვფიქრობ,კახა კუკავასა და მამუკა კაციტაძის მიერ კოალიცია არამყარია.იგივე ითქმის ჯავახაძე-დავითაია-ქარდავას ალიანსზეც...

 

ბურჯანაძის  ფავორიტობა ალბათ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით, რადგან მას ხელისუფლებაც არ წყალობს!...

მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ მარტო ვერაფერს შევძლებდი, დავთანხმდი.  არის სხვა მიზეზებიც:ამ ალიანსს აქვს ქრისტიან-დემოკრატების მიერ მოპოვებული უფასო სატელევიზიო სარეკლამო დრო, რომლის ერთი წუთი პრესტიჟულ არხებზე 18-20 ათას ლარამდეა;  საარჩევნო კომისიაში გვყავს ორი წარმომადგენელი, ესეც ქრისტიან-დემოკრატების მოპოვებულია. როგორ შეიძლებოდა  ამაზე უარის თქმა,  როცა ამ უფლებებისთვის  წლებია ვიბრძვით და ვერ მოვიპოვეთ?  ჩემი ბიულეტენის თვლა რომ დაიწყება, ვის უნდა ვენდო, იქ კაცი რომ არ მეყოლება?!  იქ,  სადაც გოგორიშვილები აყალბებენ, მე ვინ გამცემს პასუხს?!  ისღა დამრჩება, რომ ჩემი ამომრჩეველი ქუჩაში გამოვიყვანო და ხმები  ასე დავიცვა. როგორც ერთმა ამერიკელმა თქვა:  ,,დროა დავიცვათ ჩვენი ხმები, მას  აქვს ტყვიის ძალა!“

ეს არჩევნებიც ძველი,  „ნაციონალების“  მიერ შედგენილი  საარჩევნო სიებით უნდა ჩატარდეს, გაყალბების საშუალებას იძლევა.რა უნდა დავუპირისპიროთ, რომ , ტოტალური გაყალბება არ მოხდეს?!

მამუკა კაციტაძის მიერ საარჩევნო სიების კორექტირებისას აღმოჩნდა, რომ უფრო მეტია ამომრჩეველი, ვიდრე აქამდე გვეგონა. არადა, ტერიტორიები დავკარგეთ, ხალხი საზღვარგარეთ გაიქცა, წესით, საოლქოები უნდა შემცირებულიყო. სიები კი იზრდება და იზრდება!  ეს დიდ ეჭვს იწვევს, რომ გააყალბებენ 18-23-24 %-ით.  ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას, დაიცვან საკუთარი ხმები!

დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვენს კანდიდატურას სახალხო დამცველის პოსტზე მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ მამათმავლობის  და სხვა სექსუალური გადახრის პროპაგანდას ღიად უპირისპირდებოდით...

ეს საკითხი ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საქმიანობის ნდობის რეიტინგის დაცემის საფუძველი  გახდა. უსუფაშვილმა თქვა, რომ მათ კონსენსუსს მიაღწიეს უმრავლესობის წარმომადგენლებთან, როცა ხმა  ,,მიაცემინეს“  ამ კანონზე.  მათ აიძულეს  ხმის მიცემა! კონსტიტუციით ყველა ადამიანის უფლება ისედაც დაცულია.  მე ამ კანონპროექტის წინაამდეგი 2009 წელს ვიყავი,  ჯერ კიდევ, როცა მამათმავლობის პროპაგანდის წინააღმდეგ გამოვდიოდი.  მაშინაც მებრძოდნენ, ცდილობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის თავმჯდომარის მოადგილის პოსტიდან გავეშვით.  გაიხსენეთ, ,,ქართულ ოცნებას“  გამარჯვების შემდეგ ეწვია ჯორჯ სოროსი და მათ ის პირობები წამოუყენა, რომელიც დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ სრულდება.

გუშინწინ გამოქვეყნდა  NDI-ის  წინასაარჩევნო კვლევის შედეგები, სადაც თქვენ სამეულშიც

NDI ,,ნაციონალების“   ფოკუსების  დიდოსტატის ლევან თარხნიშვილის ორგანიზაციაa. ის იკვლევდა წინასაარჩევნო პერიოდს 26 მარტიდან 18 აპრილამდე, მე მერობის კანდიდატად დამასახელეს 4 აპრილს, ე.ი.  მათ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მეც უნდა ვყოფილიყავი. რადგან ჩემს შემდეგ დასახელებული კანდიდატები მოხვდნენ.  როგორც ჩანს,მე მათთვის მურმანის ეკალი ვარ.სხვათაშორის, ,,პალიტრა ჰოლდინგმაც“   ჩაატარა წინასაარჩევნო კვლევა და იქ მოწინავე სარეიტინგო პროცენტი მივიღეთ.

რას ელოდებით 17 მაისს.  ჩატარდება თუ არა გეიაღლუმი საქართველოში?

ეს დღე მთელ მსოფლიოში გამოცხადებულია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღედ, მაგრამ საქართველოში მისი აღნიშვნა საჭირო არ არის!  ამ ტერმინების განმარტებაც კი მიუღებელია ქართველისთვის და ერის შეურაცხყოფაა.  ჰომოფობია ირაციონალური შიში და ზიზღია ლგბტ-ს მიმართ,  არავითარ ირაციონალურზე ლაპარაკი არ არის, ეს რაციონალური საფრთხეა!

                                                                            ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

10-05-2014, 14:47
უკან დაბრუნება