ეს ინფორმაცია რომ გავიგე, პირველი, რაც აზრად მომივიდა, არსენა ოძელაშვილზე ნათქვამი იყო-"მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევსო..."დღეს კი პირიქით ხდება, როგორ უნდა ახსენო ღმერთი, როცა ისედაც გაჭირვებულს უპირებ წართმევას და თან ბავშვებს...
-"9 მაის ღამის 2-სთ-ზე ქველმოქმედთ სახლი ,,მომავლის გზასთან" არსებულ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მესამე სართულის აივნიდან სამი პირი შემოვიდა ძარცვის მიზნით, საბედნიეროდ სახლში მცხოვრებ ერთ ერთ ბენეფციარ ბავშვმა მოასწრო საპატრულო პოლიციაში დარეკვა და დროულად გამოძახება. საპატრულო პოლიცია და კრიმინალური სამსახური მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ დამნაშავეებს. დამნაშავეებმა მიმალვა მოასწრეს. მიმდინარეობს მათი ძიება".-ავრცელებს ინფორმაციას ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა".
როგორც "ივერიონს" ქველმოქმედთა სახლის ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა განუცხადა, ასეთი რამ არასდროს არ მომხდარა და ეს პირველი შემთხვევა იყო. მისივე თქმით კრიმინალური და საპატრულო პოლოცია დილამდე შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.