ივერიონი / "ამ ტექნიკის გარკვეული ნაწილი ინახება ე.წ. მოდულის შენობაში, დიდი ნაწილი კი დაკარგულია"

"ამ ტექნიკის გარკვეული ნაწილი ინახება ე.წ. მოდულის შენობაში, დიდი ნაწილი კი დაკარგულია"

   "ფარული მოსმენების საქმეზე  ყველა ის პირი დაიკითხება, ვინც ფლობს ინფორმაციას მომხდარ გარემოებებთან დაკავშირებით. მათ შორის არიან სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებიც"-აცხადებს პროკურორი კოკა კაციტაძე. მისივე თქმით, ხალხი, რომელიც "რუსთავი-2"-ის შენობაში იყო მისული, იყვნენ სპეციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები.

   კაციტაძის განცხადებით, "საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  დაკითხვაზე იყო დაბარებული და ერთ-ერთი თემა იყო სახელმწიფო სპეციალური დაცვის სამსახურის არამიზნობრივი ხარჯები, რომელსაც ეს სამსახური ეწეოდა". პროკურორის თქმით კითხვები ამასთან დაკავშირებით უწყებას ყოფილ პრეზიდენტთან აქვს.

კაციტაძემ  დაკარგულ სპეცტეკნიკასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა და განაცხადა:

   "არსებობდა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე შსს-ში, რომელზეც გამოძიება 2012 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო. ეს საქმე შეეხებოდა ფარულ მოსმენა-მიყურადებებს, რომელიც ხორციელდებოდა 2010-2011 წლებში და მანამდეც, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ. ამაზე საუბრობდა ერთი წლის წინ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი.

 ფარული მოსენა-მიყურადებები ხორციელდებოდა სპეციალურად შეძენილი ფარული ხარჯებით, არაოფიციალურად შეძენილი პორტატული ტექნიკის გამოყენებით. ამ ტექნიკის გარკვეული ნაწილი არის დალუქული, ინახება ე.წ. მოდულის შენობაში, ხოლო ამ ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგულია. არსებობს გამოძიების ვერსია, მაღალი ალბათობით დგინდება, რომ ეს ტექნიკა უნდა იყოს ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების გავლენის ქვეშ,"

 

11-05-2014, 10:31
უკან დაბრუნება