სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე ნიკოლოზ მეტრეველი ფარული მოსმენების თემას ეხმაურება და აცხადებს:
-"არასწორია ცალსახად იმის მტკიცება, რომ დღევანდელი ხელისუფლება აწარმოებდა ფარულ ჩაწერებს. "რუსთავი 2" წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძარაობისა" და სააკაშვილის ხელში წარმოადგენდა იარაღს, რომელიც ანხორციელებდა სიცრუის და დეზინფორმაციის ტირაჟირებას. აუცილებელია პროკურატურამ მოახერხოს დიდი წნეხის მიუხედავად და მშვიდ გარემოში შეძლოს საქმის ობიექტური გამოძიება. ამავე დროს, საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფხიზლე, რომ არ მოხდეს იმ მანკიერი პრაქტიკის აღდგენა, რომლითაც ასე მდიდარი იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი".