ივერიონი / "მეორე ადგილზე სხვამ იოცნებოს"

"მეორე ადგილზე სხვამ იოცნებოს"

    "ნაციონალური მოძრაობის" ვაზისუბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგა ონიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში, რომელიც სწორი გზით ვითარდება, ყოველი შემდეგი ხელისუფლება უნდა სჯობდეს წინამორბედს,  უშვებდეს ნაკლებ შეცდომებს და აკეთებდეს მეტ საქმეს. მისივე თქმით, როცა 2003 წელს "მოქალაქეთა კავშირი" "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეცვალა, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა, ქვეყანა განვითარდა და ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

  _"დღეს სამწუხაროდ ქვეყანა უბრალოდ გაჩერებულია! ალბათ მოსახლეობის უმრავლესობა დაუფიქრებლად იტყვი, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუცია იყო წინგადადგმული ნაბიჯი, აი 2012 წლის არჩევნებზე რომ ეს თქვას ეჭვი მეპარება. ძალიან ცოტა იქნება ასეთი ადამიანების რიცხვი და ეს რიცხვიც გამოხატული იქნება კონკრეტულ სახელებსა და გვარებში, რომელიც არ გასცდება დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს.

  _ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:-"არაფერი არ იყო ქვეყანაში და რომ გაჩერებულიყო, რა უნდა გაჩერებულიყო"-ო. 

  _2003 წელს ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები: 1)უშუქობა, 2) უწყლობა, 3) უგაზობა, 4)დანგრეული შიდა და გარე გზები, 5) პენსია--- 28 ლარი, 6) გაყინული ხელფასები სახელმწიფო სამსახურებში, 7) ქურდული სამყაროს მართველობა შერწყმული პოლიციასთან, 8) კრიმინალი ყოველი ფეხის ნაბიჯზე, 9) სრულიად დანგრეული და გაპარტახებული ინფრასტრუქტურა, როგორც თბილისში ასევე ქვეყანაში, 10) კორუფცია, 11) ხელისუფლების სრული უნიათობა საგარეო კუთხით, 12) განათლების საშინლად დაბალი დონე, უნივერსტეტებს შორის კონკურენციის არქონა, 13) კეტებიანი ჯარისკაცები აღლუმზეც კი,14) ქვეყნის ბიუჯეტი 1მილიარდი,15) სოციალური დახმარების არარსებობა.2012 წელი1) უშუქობის პრობლემა მოგვარდა, 2) უწყლობის პრობლემა მოგვარდა, 3) უგაზობის პრობლემა მოგვარდა, 4) გზები შეკეთდა, 5) 28ლარიდან გაიზარდა 150ლარამდე,6) პენსიები და ხელფასები რიგდება თავისდროზე, 7) ქურდული სამყაროს გავლენა დავიდა მინიმუმამდე,8) კრიმინალი გადატყდა წელში და გავლენას ვეღარ ახდენდა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, 9) მოხდა ძველი თბილისის რეაბილიტაცია, თანადაფინანსების პროგრამებით კორპუსების შიდა და გარე ფასადების შეკეთება,10)სიტყვა კორუფცია დაივიწყა საზოგადოებამ, 11) ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო გახდა მომხიდველი ქვეყანა, 12) გაიხსნა ახალი და მძლავრი უნივსტეტები: აგრარული, ილიაუნი, საქართველოს, ს.ე.უ., ასევე იგეგმებოდა ტექნოლოგიური უნივერსტეტის გახსნა, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში შეჩერდა, 13) ჯარი დაემსგავსა ჯარს და დაიწყო ქართული სამხედრო წარმოება, 14) 1მილიარდიდან ბიუჯეტი გაიზარდა 8მილიარდამდე15) სოციალურად დაუცველთათვის ყოველთვიური დახმარების გამოყოფა, რაც 2012წლის შემდეგ ბევრ მათგანს შეუჩერდა, ასევე მეგა პროექტები: შემოვლითი რკინიგზა, მეტროსადგურების ქსელის გაფართოება და რეაბილიტაცია და ასე შემდეგ... ამ ფონზე შემიძლია ჩამოვთვალო უამრავი შეცდომა და დანაშაულიც კი, რომელიც მოხდა ამ წლებში და ასევე უამრავი პრობლემა, რომელიც დარჩა მოუგვარებელი და საჭიროებს სასწრაფო მოგვარებას. სამწუხაროდ დღევანდელ ხელისუფლებას ამ პრობლემებისკენ გახედვაც კი არ სურს!!!

  _პრემიერმა განაცხადა, "ჩვენ პირნათელი ვართ ჩვენი ამომრჩევლების წინაშე. იმაზე მეტი გავაკეთეთ და იმაზე მეტი დანაპირები შევასრულეთ, ვიდრე დავპირდით"-ო.

 _ეს არის ყველაზე საშიში პოზიცია ხელისუფლებისათვის, მაშინ როდესაც ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა, საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ყველა დიდი პროექტი შეჩერებულია, პენსია არ იზრდება, ხელფასები არ იზრდება, კრიმინალი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მე არ ვეკიდები სიტყვებზე და არ ვსაუბრობ ბარკლებზე, ბენზინის ფასის განახევრებასე და მყისიერად 250 ლარიან პენსიაზე, მე ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რაც რეალურია და მათ გადასაწყვეტად არცერთი ნაბიჯი არ იდგმება.

  _პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამბობს, რომ ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს "ნაციონალური მოძრაობა" მეორე ადგილზე გაიყვანოს და ეს ორი პარტია შეთანხმებულად მოქმედებს. მეორე ადგილი "გაწყობთ"?

  _მე მაქსიმალისტი ვარ ბუბნებით და არასოდეს მიბრძოლია მეორეობისთვის, გარდა ამისა მეორე ადგილი არ მომცემს საშუალებას ვაზისუბნელებს შეუსრულო გაცემული დანაპირები, ასე რომ მეორე ადგილზე სხვამ იოცნებოს, მე კი ვეცდები მეტი სარგებელი მოვუტანო ვაზისუბნელებს.

  გოგა ონიანმა ხელისუფლებას მოუწოდა, რაც შეიძლება მალე დაკავდნენ ქვეყნის ამუშავებით და რეალური პრობლემების მოგვარებით.

 

12-05-2014, 14:10
უკან დაბრუნება