სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით 12-19 მაისს ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეული გაიმართება. კვირეულთან დაკავშირებით 13 მაისს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში" 12:00 საათზე მე-5 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსენება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 14 ქვეყნიდან მოწვეული ღვთისმსახურები და მეცნიერები დაესწრებიან.
კვირის ფარგლებში სტუმრები ღვთისმშობელთან დაკავშირებულ წმინდა ადგილებსა და სიწმინდეებს დაათვალიერებენ და მოილოცავენ. საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
ხვალვე, მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიაში 09:00 საათზე წირვა პირველად აღევლინება. 11:00 საათზე, კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ღვთისმშობლის პარაკლისს გადაიხდის. ხვალვე, მახათას მთაზე მირონმდინარე და სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი იქნება აბრძანებული. ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის "ჰავაისად" წოდებული ხატი სასულიერო პირებმა ამერიკიდან 6 მაისს ჩამოარძანეს.