მახათას მთაზე დაგეგმილ წირვასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
"შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 13 მაისს, 08:00 საათიდან, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ღვთისმშობლის თაყვანისცემის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ პირველ წირვაზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, ავტომანქანები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ვაზისუბნიდან მახათას მთის მიმართულებით და მახათას მთიდან ხუდადოვის ქუჩის მიმართულებით. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე, სატრანსპორტო საცობების თავიდან აცილების მიზნით, ტროტუარების გასწვრივ ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება. ტაძარში მიმსვლელები ავტომანქანებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე გააჩერებენ", – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.