მას შემდეგ, რაც გერმანულმა მედიამ სოციალური ქსელით "ევროვიზიის" გამარჯვებულის გამოსახულებიანი ძეხვის ფოტო გაავრცელა, საზოგადოება კიდევ ერთხელ ალაპარაკდა კონჩიტა ვურსტის შესახებ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ინტერესი ამ მომღერლის მიმართ დღემდე არ განელებულა.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "ევროვიზიაზე" კონჩიტა ვურსტის გამარჯვების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც სინოდის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმერ ლეგოიდმა განმარტა, ეს ახალი კულტურული ნორმების გამყარების მცდელობაა.
-"ეს თანამედროვე მსოფლიოში მანკიერების კულტურული ლეგიტიმიზაციის ჯაჭვის კიდევ ერთი რგოლია, ახალი კულტურული ნორმების გამყარების მცდელობაა. იმის ლეგალიზაციის პროცესი, რასაც ბიბლია უმსგავსობას უწოდებს, თანამედროვე მსოფლიოში დიდი ხანია, ახალი არ არის. სამწუხაროდ, ტენდენცია სამართლებრივ და კულტურულ ველში პარალელურად მიმდინარეობს, რისი დადასტურებაც აღნიშნული კონკურსის შედეგებია".
ტომას ნაივირტს იგივე კონჩიტას განსაკუთრებული პოპულარობა მისმა სასცენო იმიჯმა მოუტანა. "წვერ-ულვაშიანი ქალის" სასცენო იმიჯის იდეა ვურსტს მას შემდეგ დაებადა, რაც ბავშვობაში მრავალჯერ მოუხდა გარკვეული დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის წინაშე დადგომა. ვურსტის განცხადებით, მას სურს რომ ახალმა თაობამ ადამიანი არა წარმოშობითა და გარეგნობით, არამედ იმით დააფასოს, რაც "ვიზუალის მიღმა იმალება".-სადღაც არის ლოგიკა, ადამიანი მხოლოდ ვიზუალით და წარმოშობით არ უნდა ისაზღვრებოდეს, მაგრამ ლოგიკა იმ ადამიანების შეხედულაბაშიც შეიძლება ვიპოვოთ, რომლისთვისაც კონჩიტა მიუღებელია.
საინტერესოა რას ფიქრობენ საქართველოში "ევროვიზიის" გამარჯვებულზე, რამდენად მისაღებია მისი იმიჯი და ხომ არ იმოქმედებს მომღერლის მიერ ამ გზის არჩევით მიღწეული წარმატება მომავალი თაობების არჩევანზე?
დავით ბრეგვაძე:-"საეკლესიო თვალსაზრისით ცალსახაა საკითხი, ცხოვრების ამგვარი წესი მიუღებელია და უფრო მიუღებელია მისი პოპულარიზაცია. ეს ყველაფერი არაერთ კანონიკურ განჩინებაშია ასახული, წმინდა წერილშის ძალიან მკაფიო შეფასებაა ამაზე მოცემული. ანუ ეკლესიისთვის არცერთ ეპოქაში მისაღები, ცხადია ვერ იქნება ადამიანის ამგვარი მდგომარეობა.
თამო გაზდელიანი(ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი)-მიმაჩნია, რომ "ევროვიზიის" გამარჯვებულის იმიჯი არანაირად არ იმოქმედებს მომავალ თაობაზე. ეს არის თავისუფალი ადამიანის თავისუფალი არჩევანი, ვფიქრობ, ამ ამბის გარშემო ტყუილად არის ატეხილი ამხელა აჟიოტაჟი და აღშფოთება, რომელიც ფსევდორელიგიურ და ეროვნულ მოტივებს ეფუძნება.
გიორგი საათაშვილი(მომღერალი)-წელს ჩატარებული კონკურსის შედეგებით მე კმაყოფილი ვარ ძალიან მომეწონა ყველაფერი დეკორაციით დაწყებული შემსრულებლებით დამთავრებული. რაც შეეხება კონჩიტას სანამ კონკურსი იქნებოდა მე ამ შემსრულებელს იქამდე ვუსმენდი და იმდენად მომწონდა, რომ ეჭვი არ მეპარებოდა მის გაიმარჯვებაში. კონჩიტა აუცილებლად უნდა გასულიყო და დაემტკიცებინა, რომ უმცირესობის წარმომადგენლებს შეუძლიათ, დაუმტკიცონ ყველას რომ ნიჭიერები არიან და მათაც შეუძლიათ მწვერვალების დაპყრობა. არამგონია საზოგადოებაზე ცუდი გავლენა მოეხდინა. ხალხს რომ არ მოსწონდეთ ამხელა ევროპა მხარს არ დაუჭერდა. არიან საქართველოში შემსრულებლები რომლებსაც არანაკლები იმიჯი აქვთ, თუნდაც მარკუს მეტრეველი, გია სურამელაშვილი და სხვა. კონჩიტას იმიჯი დაეხმარა, რომ მიზნისთვის მიეღწია. მე ვთვლი რომ ეს იმიჯი უხდება.
დავით ბერიძე(ბერო)-ნამდვილად არ ვიცი რა გითხრათ, პირველ რიგში ქართველი ვარ, მართლმადიდებელი. მისი სახით კი მე მხოლოდ მკრეხელი არსება დავინახე მაცხოვრის ნიღბით, არც მის ხმაზე გამიმახვილებია ყურადღება და არც შესრულების მანერასა თუ ხასიათზე, ვფიქრობ რომ ეს სპექტაკლი ევროპულ ''ზედა ფენათა'' ინტერესის რეზონანსია. (აქვე Верка Сердючка ს მაგალითსაც მოვიყვან) ვთვლი რომ ეს ყველაფერი გათვლილია სქესობრივ უმცირესობათა და გარყვნილების პროპაგანდის გამო. აქვე თავად კონკურსზე გეტყვით ორიოდ სიტყვას. ევროვიზია ნამდვილად არ ეხმარება მომღერალს კარიერული ზრდის თვალსაზრისით. პირიქით - ჩვენც არაჩვეულებრივად ვხედავთ რომ მისი ყველა მონაწილე სასიმღერო კარიერას სწორედ "ევროვიზიის" სცენაზე ასრულებს (ნუ რამოდენიმე გამონაკლისის გამოკლებით)
როგორც ირკვევა კონჩიტა საზოგადოების ნაწილისთვის მისარებია მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთათვისაც მიუღებელია მისი როგორც იმიჯი, ასევე ვოკალური მონაცემები.
პ.ს. მასალა უკვე მზად იყო რედაქციაში გასაგზავნდა, როცა ადვოკატმა ბესარიონ ბოჭორიშვილმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:
"საქართველოში დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ქვეყანა იცრება საცერში...ვნახოთ, რომელ მხარეს დადგებიან ივანიშვილის გროშების შემყურე "გამოჩენილი ქართველები" და "საზოგადო მოღვაწეები"...
თაზო ბენიძე