ივერიონი / გიორგი ჟორჟოლიანი: "სახელმწიფო არა ბიბლიით, არამედ კონსტიტუციით იმართება!

გიორგი ჟორჟოლიანი: "სახელმწიფო არა ბიბლიით, არამედ კონსტიტუციით იმართება!

,,ივერიონს"  მნიშვნელოვან პოლიტიკურ თემებსა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ პარლამენტის წევრი გიორგი ჟორჟოლიანი ესაუბრა.

- ბატონო გია, ამ ბოლო ხანებში საქართველო არაერთი მწვავე მოვლენის მოწმე გახდა. მხადველობაში მაქვს ე.წ. ფარული მოსმენები, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, საყდრის-ყაჩაღიანის თემა და  შიდადაპირისპირება კოალიციაში. დავიწყოთ ე.წ. ფარული მოსმენებით. როგორ ფიქრობთ, ეს ,,რუსთავი 2"-ის წინასაარჩევნო  პროვოკაციაა თუ მართლა უსმენდნენ?

- ამას წინასაარჩევნო მიზნები აქვს და განზრახ მომზადებული ავანტურული კამპანიაა, თუმცა ,,რუსთავი 2-ის :მიერ წარმოდგენილ ფაქტებს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება!

ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ საქმის გახსნით. მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ დავიწყებთ ე.წ. მოსმენერბის შესახებ კანონპროექტის განხილვას. დღეს საზოგადოებას განცდა იმისა, რომ მას უსმენენ არ უნდა ჰქონდეს, მეორეც, თუ ამას ვინმე არალეგალურად აკეთებს, უნდა გამოვიძიოთ.ის მოსასმენი აპარატურა, რომელიც შსს-ს აქვს, შეიძლება ,,სხვასაც: ჰქონდეს და არალეგალურად ,,ისმენდეს".

- მუსირებს აზრი, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ ,,უმცირესობას"  ხელ-ფეხი გაუხსნა,  საზოგადოების უმრავლესობის  ინტერესები კი შელახა...

- მე მხარი დავუჭირე ამ კანონს, თუმცა, მომაჩნია, რომ მასზე არასაკმარისად ვიმუშავეთ - მეტად უნდა ჩართულიყო მის განხილვაში ეკლესია და საზოგადოება. მართალია, მოგვიანებით, მაგრამ კონსენსუსი მაინც შედგა - ეს სიმწვავე მოიხსნა.

- ბატონო გია, საყდრისი, როგიორც ამბობენ, კულტურულ მემკვიდრეობათა სიაშია შეტანილი და მისი განადგურება  ეროვნული საგანძურის ხელყოფაა. რა აზრის ხართ იქ მიმდინარე მოვლენებზე?

- ამ საკითხზე ექსპერტები და მეცნიერები მუშაობენ. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდება.

- ბევრს საუბრობენ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე, რომელმაც შეიძლება ,,იფეთქოს" და კულისებიდან გარეთ გამოვიდეს. თუ  ასეა, რით შეიძლება ეს დამთავრდეს?

- თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კოალიციაში დაპირისპირება არ არის და არც იქნება!

- ბატონო გია, ცნობილია, რომ 17 მაისს იგეგმება მრავალათასიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე. როგორ ჩაივლის ეს დღე?

- ვნახოთ, ვინ გამოვა და რას აპირებენ, თუმცა დემოკრატიაც ხომ ეგაა?! პოლიცია მობილიზებული იქნება, რომ ცუდი არაფერი მოხდეს!...

- გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?

- რა თქმა უნდა, ბიბლიით სახელმწიფოს ვერ მართავ. ჩვენ ამისთვის კონსტიტუცია და კანონები გვაქვს. მე არაინ ვიცი ისეთი, სახელმწიფოს ბიბლიით რომ მართავდეს. ისე, რას გულისხმობდა ამაში, ბატონ დავითს უნდა ჰკითხოთ.

- ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე,რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას?

- არჩევნებში "ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით აიმარჯვებს, თუმცა არასაპარლამენტო ოპოზიციურ კანდიდატებსაც აქვთ შანსი - საკრებულოში 2088 და მერისა და გამგებლის 71 სკამი ცარიელია...

- ბატონო გია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რა შანსი აქვს ,,ნაციონალურ მოძრაობას", ისევ საპატიო მეორე ადგილს დაიკავებენ?

- "ნაციონალები" ამ არჩევნებზე ყველაზე ცოტა ხმას მიიღებენ. მათ, ფაქტობრივად, ამომრჩეველი არ ჰყავთ!..

                                                                                      ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

15-05-2014, 10:25
უკან დაბრუნება