"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველო" დაიშალა, სიცრუეს უწოდებს.
ამის შესახებ ბაღათურიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ დღვანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ეს არის დიდი სიცრუე, რომლის გავრცელებაც აწყობდათ სიცრუით მოსულ კოალიცია "ქართულ ოცნებას" და კრიმინალ-ბანდისტთა გაერთიანება - "ნაციონალურ მოძრაობას", რომელთა რეიტინგს "ბურჯანაძე- გაერთიანებული პოზიციის" რეიტინგი ბევრად აღემატება".
მისი თქმით, კოალიცია "გაერთიანებული ოპოზიციის" რეიტინგს, მასში შემავალი პარტიები განაპირობებენ.
"ძლიერი კოალიცია შედგა. ჩვენ გვყავს დედაქალაქის მერობის ძლიერი კანდიდატი დიმიტრი ლორთქიფანიძის სახით. ასევე კოლაიციაში გაერთიანებულია ერთ-ერთი ძლიერი პარტია "ქართული დასი". დიდია ბურჯანაძის პარტიის როლი ",- განაცხადა ბაღათურიამ.
მირანდა ჭარხალაშვილი