ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით გადაღებული კადრები წააშლევინეს!
ქუთაისში, ტელეკომპანია "რიონის" მიმდებარე ტერიტორიაზე "ივერიონის" ჟურნალისტს დავით ცხვარაძეს ზედამხედველობის სამსახურის უფროსის სახელით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას ფიზიკურადაც შეეხნენ და ძალის გამოყენებით ზედამხედველობის სამსახურის მანქანაში ჩასვეს, გეზი კი საპატრულო პოლიციისკენ აიღეს. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დავით ცხვარაძეს ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში, მას ძალით წააშლევინეს გადაღებული მასალა, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ ართმევდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს გასაყიდ საქონელს და თავიანთ მანქანაში ალაგებდნენ.
დავით ცხვარაძე:-"სრულიად შემთხვევით გავიარე შემთხევვის ადგილზე. ვნახე თუ როგორ ართმევდნენ ზედამხედველობის სამსახურის ფორმიანი თანამშრომლები გარედ მოვაჭრებს საქონელს , რომელიც მათ უნდა გაეყიდათ და თავიანთი მანქანისკენ მიჰქონდათ. გადავიღე სურათები და ვიდეო-მასალა, მაგრამ მომიახლოვდა ერთ-ერთი მათგანი და მითხრა, რომ გადაღების უფლება არ მქონდა, მოითხოვა სასწრაფოდ წამეშალა კადრები, თავად კი ცდილობდა კამერა წაერთმია. დავინტერესდი ამ ადამიანების ვინაობით და სახელი, გვარი და სტატუსი ვკითხე, ერთ-ერთმა მათგანმა თავს ზედამხედველობის სამსახურის უფროსი უწოდა, თუმცა მე კარგად ვიცოდი ვინ იყო უფროსი. მერე ეს ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მალევე გაქრა და მისი ნახვა ვერ მოვახერხე. მივმართე თავდ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს ბაქარ ჭეიშვილს, მაგრამ მან ეს ადმაიანი არ შემახვედრა, მისი მხოლოდ სახელი ვიცი- დავითი, სამწუხაროდ ამ ადამიანის ვინაობა გაასაიდუმლოეს და სხვა ვერაფერი გავიგე".
"ივერიონის" ჟურნალისტს ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ბაქარ ჭეიშვილმა საჯაროდ ბოდიში მოუხადა, მაგრამ ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორ ხდება დანაშაული დაუსჯელი. ადგილზე თვითმხილველები აღშფოთებას ვერ მალავდნენ.
_" ფაშისტები ხართ და მეტი არაფერი, არჩევნები მოდის და თქვენ როგორ ექცევით ხალხს ? ამ სიტყვებით მიმართავდნენ ზედამხედველობის სამსახურის უფროსს და ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათთვის ჟურნალისტი ძალით ჩაესვათ მანქანაში.