ბოლო დროს გამოთქმული ჰომოფობიური განცხადებებისა და პირდაპირი მუქარების გათვალისწინებით, "იდენტობა" 17 მაისის კვირაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თავის წევრებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.
"2012 და 2013 წლების 17 მაისს პოლიციამ ვერ შეძლო "იდენტობის" აქციის წვერების უსაფრთხოების სათანადოდ დაცვა. ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 2014 წელს პოლიცია უფრო ეფექტურად შეძლებს "ლგბტ" ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. წელს რადიკალურაი ძალები მეტი მონდომებით ემზადებიან 17 მაისისათვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამ დღეს უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია" _ აღნიშნულია "იდენტობის" ოფიციალურ გვერდზე.
ორგანიზაცია "იდენტობის" წარმომადგენლები უმცირესობის წევრებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ფილარმონიიდან პუშკინის სკვერის მიმართულებით ტერიტორიაზე სიარულისგან. აგრეთვე მოერიდონ მიმდებარე ტერიტორიასა და ვიწრო ქუჩებს.
"ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არანაირ აქციებს და გამოსვლებს არ ვგეგმავთ. თუ რატომ, ეს ყველაფერი უფრო დაწვრილებით ჩვენს ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული" _ გვითხრა "იდენტობის" ერთ-ერთმა წევრმა შორენა გაბუნიამ.
გიორგი საკარული