ივერიონი / 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა

  დღეს საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღე აღინიშნება. სასულიერო პირებმა და მრევლმა დილიდან ფილარმონიასთან დაიწყო შეკრება. ამ წუთებში ისინი სამების საკათედრო ტაძრისკენ მიემართებიან, სადაც მრევლს პატრიარქი დალოცავს.

   მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მათი ნაწილი მრევლთან ერთად გადაადგილდება, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველზე და თავისუფლების მოედანზე.

   სასულიერო პირები ქუჩებს აკურთხებენ, მსვლელობის მონაწილეები კი საგალობლებს გალობენ. მათ ტრანსფარანტები უჭირავთ, რომელზეც წერია-17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა!

 

17-05-2014, 11:26
უკან დაბრუნება