მცირე ინციდენტი მოხდა რუსთაველის გამზირზე, სადაც პარლამენტის ყოფილი შენობის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ადგილიდან გაქრა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის საწინააღმდეგო პლაკატები.
აქციის მონაწილეები პლაკატების მოპარვაში სამართალდამცველებს ადანაშაულებდნენ.
ამ წუთებში სასულიერო პირთა და მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი მსვლელობით უკვე მივიდა სამების საკათედრო ტაძარში. იქ, საქართველოს პატრიარქი პარაკლისს აღავლენს.