"ქართული ოცნების" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ერმაკოვი დღეს ფერიის ეკლესიაში წავიდა წირვაზე დასასწრებად.
-"დღეს არის ოჯახის დღე პატრიარქის კურთხევით. ოჯახის ერთიანობის, ძლიერების, ოჯახის დიდების დღეა, ყველამ უნდა აღვნიშნოთ და ყველამ ერთმანეთს უნდა ხელი ჩავჭიდოთ და ვიყოთ ერთად. ყველაზე ძვირფასი, ყველაზე დიდი ღირებულება არის ოჯახი."
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე თუ რას ფიქრობდა გიორგი ერმაკოვი ჰომოფობიისა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეზე შემდეგი პასუხი გაგვცა:
"მოვრჩეთ ინტერვიუს. დღეს ხატს ჩამოაბრძანებენ. ახლა სამების წმინდა ტაძარში მივდივარ. არსებობს კანონი და მოგვწონს თუ არ მოგვწონს ჩვენ ეს, კანონი არეგულირებს სახელმწიფოში მოქალაქეთა ქცევის წესებს. რაც კანონით აკრძალული არ არის, არის დასაშვები. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი."