პარლამენტის ყოფილ შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთით ბიზნესმენი ლევან ვასაძე გამოჩნდა, რომელმაც პეტიციას მოაწერა ხელი.
ვასაძემ ანტიდისკრიმინაციულ კანონს ამაზრზენი უწოდა და განაცხადა, რომ "ეს ქვეყნისა და ერის გარყვნისა და სულიერი დეგრადაციის კანონია".
ბიზნესმენმა ტერიტორია უკვე დატოვა.