ლაოსში, სამხედრო თვითმფრინავმა (AN- 74თK-300) ავიაკატასტროფა განიცადა.
სავარაუდოდ ბორტზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დონგჩუ პიჩიტი და მთავრობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
როგორც "ბიბისი" იუწყება დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია. ასევე უცნობია ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები.
თვითმფრინავს მინისტრები ლაოსის დედაქალაქიდან ქალაქ ქსიანგკუნგში ოფიციალურ ცერემონიაზე დასასწრებად გადაჰყავდა.