აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა "საქართველოს გვარიშვილთა კავშირის" წევრებმა ხელისუფლებას დიალოგის გამართვისკენ მოუწოდეს. მათი თქმით მიმართვა უკვე გაკეთებულია საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. როგორც უკვე ცნობილია, ისინი 26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში შეკრებას გეგმავენ, სადაც გადაწყვეტენ, რა იურიდიული ფორმებით მოხერხდება რეფერენდუმის ორგანიზება.
"საქართველოს გვარიშვილთა კავშირის" წევრები აცხადებენ, რომ მათ აქვთ სრული უფლება ხელისუფლება დიალოგში გამოიწვიონ, ხელისუფლება კი ვალდებულია დათანხმდეს.
მათი მოთხოვნა უცვლელია-ცვლილებები შევიდეს ანტიდისკრიმინაციულ კანონში და საკანონმდებლო დონეზე აიკრძალოს მამათმავლობის პროპაგანდა.
ხელმოწერების შეგროვება რუსთაველის გამზირზე 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.