ივერიონი / უკურნებელი სენის შედეგად გარდაიცვალა ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი

უკურნებელი სენის შედეგად გარდაიცვალა ჟურნალისტი გუგა კვიტაშვილი

   42 წლის ასაკში უკურნებელი სენის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი ტელეჟურნალისტი და 90–იანი წლების მეორე ნახევრის "მოამბის" წამყვანი, რეჟისორი, საინფორმაციო სააგენტოს დამაარსებელი, ბადრი პატარკაციშვილის პრეს–მდივანი –გუგა კვიტაშვილი.

   გუგა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ერთხანს ცხოვრობდა მინსკში, ბოლო თვეებში საქართველოში დაბრუნებული მძიმედ ავადმყოფი ლოგინს იყო მიჯაჭვული. 

   "ივერიონი" მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს.

 

18-05-2014, 10:19
უკან დაბრუნება