ივერიონი / რომელ ჟურნალისტს გაუმართლებს ფორტუნა და ვინ მოუმზადებს სადილს ბავშვებს

რომელ ჟურნალისტს გაუმართლებს ფორტუნა და ვინ მოუმზადებს სადილს ბავშვებს

   11 ივნისს ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ქველმოქმედთა სახლი ,,მომავლის გზა" მართავს გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს "არტ ჰოლში", სადაც დაჯილდოვდება 150-ზე მეტი ფონდის მეგობარი კომპანია და სოციალურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტები.

   ნაჩვენები იქნება "მომავლის გზის" დაარსებიდან დღემდე განვლილი საქმიანობის ამსახველი ვიდეო-კლიპი, გაჟღერდება სამომავლო გეგმები და პროექტები. კონცერტში მონაწილეობენ: თემურ წიკლაური, ეთერ კაკულია, ანა მალაზონია, მარიამ ელიაშვილი, ანსამბლები: ,,ერისიონი", ,,მთიელი", ,,ეგარი", ,,მომავლის გზა" თეატრი ,, მომავლის გზა". წამყვანი ნანიკო ხაზარაძე.

   ბილეთები წინასწარ იჯავშნება, ბილეთის ფასი-10 ლარი.  ბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით. 2 31 28 31. ან. 555 29 40 20. ან მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე gzamomavlis@gmail.com

 

   შემოსული თანხა მოხმარდება პროექტს ,,სადილი ბავშვებს" 

   გავერთიანდეთ და გავაძლიეროთ ერთმანეთი!

 

18-05-2014, 12:07
უკან დაბრუნება