ივერიონი / აკაკი ანდღულაძე:-"ჭორებისთვის არ გვცალია"

აკაკი ანდღულაძე:-"ჭორებისთვის არ გვცალია"

  ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აკაკი ანდღულაძე შესაძლოა ოპერის ყოფილმა არტ-მენეჯერმა გვანცა გაბუნიამ ჩაანაცვლოს. 

   სანდო წყაროზე დაყრდნობით, გვანცა გაბუნიას ოპერისა და ბალეტის თეატრიდან შესთავაზეს ოპერაში დაბრუნება და პიარ-სამსახურთან თანამშრომლობა, თუმცა  პიარ-სამსახურის ამ დროისთვის აკაკი ანდღულაძე ხელმძღვანელობს და არც აპირებს პოსტის დატოვებას, ამდენად, გამართლდება თუ არა გავრცელებული ინფორმაცია ოპერაში შესაძლო საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე და დაბრუნდება თუ არა გაბუნია თეატრში, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

 -"მუშაობს შემოქმედება და ადმინისტრაცია სრული დატვირთვით, რაც შეეხება იმას, რომ გაბუნიამ შესაძლოა მე ჩამანაცვლოს, ამის შესახებ ინფორმაცია არ მქვს  და ჭორეობისთვის არ გვცალია"- ამბობს ანდღულაძე. 

დავით ცხვარაძე

 

19-05-2014, 11:01
უკან დაბრუნება