ივერიონი / კლინიკა ,,ენმედიცი"-ს საქველმოქმედო აქცია ქუთაისში

კლინიკა ,,ენმედიცი"-ს საქველმოქმედო აქცია ქუთაისში

   კლინიკა"ენმედიცი" მეორე დღეა ქუთაისში საქველმოქმედო აქციებს მართავს. პირველი აქცია სოცილურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანებისთვის და დევნილებისთვის გაიმართა. მეორე დღეს კი ,,ენმედიცის" კვალიფიციურმა ექიმებმა სულხან საბას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა უფასოდ გასინჯეს და სამედიცინო დახმარება გაუწიეს. აქცია ჯანდაცვის სამინისტროსა და საპატრიარქოს ეგიდით ჩატარდა. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა პროფილის ექიმები იღებდნენ:ენდოკრინოლოგი, ბავშვშთა ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფთალმოლოგი, კარდიოლოგი, ანგიოლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ოტოლარინგოლოგი, თერაპევტი და დერმატოლოგი.

   მიმდინარე პროცესს ადგილზე გაეცნო ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი და მედიკოსებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

19-05-2014, 11:11
უკან დაბრუნება