ივერიონი / ქუთაისში მენინგიტის შემთხვევები დაფიქსირდა

ქუთაისში მენინგიტის შემთხვევები დაფიქსირდა

   რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქუთაისის # 26 და # 38 საჯარო სკოლებში მენინგიტის შემთხვევები დაფიქსირდა. "ივერიონთან" აღნისშნულ ინფორმაციას ადასტურებენ საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებიც.

  38  სკოლაში სამ არასრულწლოვანს აღმოაჩნდა ინფექციური ვირუსი, ბავშვები უკვე გადაიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში, პაციენტები ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.  

   შეიწამლა სკოლის საპირფარეშოები, კოლიდორები და სასწავლო კაბინეტები.

დავით ცხვარაძე

 

20-05-2014, 16:30
უკან დაბრუნება