ივერიონი / გიორგი მარგველაშვილი:-„ მნიშვნელოვანია ხელმოწერა და არა ხელმომწერი“

გიორგი მარგველაშვილი:-„ მნიშვნელოვანია ხელმოწერა და არა ხელმომწერი“

   საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი არ არის, თავად მოაწერს ხელს აღნიშნულ დოკუმენტს, თუ რომელიმე ლეგიტიმური პირი, თუმცა მიიჩნევს, რომ 27 ივნისს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს.

   -"პრეზიდენტს აქვს უფლება, დოკუმენტს ხელი მოაწეროს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე. ეს არის კონსტიტუციური ნორმა. ეს არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელზე ხელის მოწერაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულება მოიცავს, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში განსახორციელებელ პროცესებს. მნიშვნელოვანია ხელმოწერა და არა ხელმომწერი."- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში "პოლიტიკის დრო".

20-05-2014, 23:54
უკან დაბრუნება