"არასაპარლამენტო ოპოზიცის" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ პრემიერ-მინისტრს ზუგდიდიდან მიმართა:
-"პრემიერმა ზუგდიდში ყოფინას გამოაცხადა, რომ ზვიად გამსახურდიას დიდი ღვაწლი ჰქონია თურმე საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდაა და იქნებ ჰგონია, რომ ზვიად გამსახურდია სამეგრელოს გუბერნატორად მუშაობდა და მარტო ზუგდიდში უნდა ახსენონს მისი სახელი. ზვიად გამსახურდია იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტი და ვისაც მისი დაფასება უნდა ამას ზუგდიდში ჩამოსვლა არ სჭირდება. თბილისის საკრებულოში ირაკლი ღირიბაშვილის პირადი ბრძანებით ამოღებულ იქნა საკითხი, რომელიც 17 დეპუტატის ხელმოწერით პირადად მე შევიტანე და რომელიც გულისხმობდა თბილისის აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას"-განაცხადა კუკავამ.
ცნობისთვის, ეს განცხადება კახა კუკავამ ზუგდიდში კანდიდატების დასახელების შემდეგ გააკეთა.